დედის მკვლელობისთვის დაკავებულს და მის მეგობარს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა დაცვის მხარე - 17 და 19 წლის ახალგაზრდებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებიან.
დაკავებულთა ადვოკატები დანაშაულის მოტივზე ღიად საუბრობენ. ისინი ადასტურებენ ეჭვიანობის ვერსიას. გამოძიების ცნობით, შვილმა დედას დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
14 აგვისტოს, ლილოს დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ბიჭი, დედის მკვლელობას აღიარებს და მოტივად მშობლის პირად ცხოვრებას ასახელებს.