09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
თავდასხმების სერია სტამბოლში-დაშავებულია 10 მოქალაქე

თავდასხმების სერია სტამბოლში. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი შეერთებული შტატების საკონსულოს შენობასთან გახსნეს. ერთ–ერთი თავდამსხმელი ქალი იყო. ის სამართალდამცველებმა დააკავეს, მეორემ კი გაქცევა შეძლო. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

საკონსულოზე თავდასხმამდე კი რამდენიმე საათით ადრე ძლიერი აფეთქება მოხდა სტამბოლის გარეუბანში, პოლიციის განყოფილებასთან. შედეგად 3 სამართალდამცველი და 7 მოქალაქე დაშავდა. თავდასხმის შემდეგ თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს, თუმცა შეტაკების შედეგად პოლიციელებმა ორი ეჭვმიტანილი მოკლეს. სროლას ერთი სამართალდამცველიც ემსხვერპლა. 

დღის ამბები