09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
ტეხასის შტატში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 8 ცხედარი აღმოაჩინეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 8 ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილთაგან 6 ბავშვია. ყველა მათგანს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ეჭვმიტანილმა ცეცხლი გაუხსნა, თუმცა ერთ საათიანი მოლაპარაკების შემდეგ დამნაშავე პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. გავრცელებული ცნობით, დაკავებული მამაკაცი მოკლული ბავშვებიდან მინიმუმ ერთის მამა იყო.

 
დღის ამბები