24 აპრილი 2024,   07:39
ვრცლად
"მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, შურს ვიძიებთ, არ ვაპატიებთ" - ზელენსკი ხარკოვში მომხდარ სარაკეტო იერიშზე

რუსი ოკუპანტების მიერ მიერ ხარკოვზე განხორციელებულ დარტყმას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ეხმაურება.

ვოლოდიმირ ზელენსკი შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. 

მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა საერთო საცხოვრებელზე მიიტანეს სარაკეტო იერიში, რის შედეგადაც შენობა მთლიანად განადგურებულია.

"სარაკეტო დარტყმა საერთო საცხოვრებელზე, შენობა მთლიანად განადგურებულია. ვადგენთ დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტ რაოდენობას. მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, რომელსაც არ აქვს არანაირი გამართლება და აჩვენებს აგრესორის უძლურებას. შურს ვიძიებთ, არ ვაპატიებთ", – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები