09 მაისი 2024,   00:23
ვრცლად
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ლაშა ნაკაიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - პროკურორის შუამდგომლობით სხდომა დაიხურა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ლაშა ნაკაიძის სასამართლო სხდომა, რომელზეც ნაკაიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებით საკითხი განიხილეს სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ ლაშა ნაკაიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე  გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესის სხვა დეტალებიუცნობია, ადვოკატმა დღეს მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ბოლო განცხადებით კი ცნობილია, რომ ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება სქესობრივ დანაშაულს, პროკურორის ინიციატივით,, სასამართლო განხილვები დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. პროკურორის შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა. 

რაც შეეხება მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ მასალებს, პროკურორის თქმით, იმის გამო, რომ საქმე ეხება სექსუალურ ძალადობას, დეტალურად მტკიცებულებებთან დაკავშირებით, თუ რა დევს საქმეში, ვერ ისაუბრებს. 

"ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც აღენიშნება დაზარალებულს სხეულზე - გაიცემა ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი, დაზიანება იქნება, მოტეხილობა თუ ასე შემდგომ," - განაცხადა პროკურორმა ნათია ზოიძემ. 

პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინა, მას გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, სექსუალურ ძალადობას ედავება. ახლა უკვე დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნაკაიძეს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

 

 

დღის ამბები