15 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
არავის მივცემთ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის შეჩერების უფლებას - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სახალხო დამცველის აპარატის სარჩელთან დაკავშირებით

არავის მივცემთ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის შეჩერების უფლებას - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის აპარატის სარჩელთან დაკავშირებით გააკეთა. ომბუდსმენი პარლამენტის მიერ 23 ივნისს მიღებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით პროექტ "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" ფარგლებში, ბათუმის მერს გარკვეული სამშენებლო რეგულაციების შეცვლის ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლება მიეცა.

"ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის გახლავთ ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები 3 ათასი ოჯახის მდგომარეობა. სახალხო დამცველმა, ალბათ სახალხო უნდა მოვაშოროთ და უფრო ნაცებთან შეზრდილი ორგანიზაციის, ნაცების დამცველი სახალხო დამცველია ეგ და რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანეს იერიში, გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, თუმცა, ამავე დროს, მინდა განმარტება გავაკეთო, რომ არავის მივცემთ საშუალებას ამ მართლაც მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მითუმეტეს გაჩერების შესაძლებლობას," - აცხადებს რიჟვაძე.

დღის ამბები