04 მაისი 2024,   22:53
ვრცლად
ცაიშის სამაროვნებზე ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ცაიშის სამაროვნებზე საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს. აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე-მეოთხე საუკუნეებით დათარიღებული ნივთები, მათ შორისაა კოლხური თეთრები, ბრინჯაოს გრავირებული სამკაულები და ორნამენტირებული მძივები.

გათხრების დროს დაფიქსირდა შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მკვლევარებმა აღმოაჩინეს ადრექრისტიანული ხანის არქიტექტურული ნაგებობის ნაშთებიც. კვლევა-ძიების პრაქტიკულ სწავლებაში აქტიურად არიან ჩართული შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები. არქეოლოგიურ სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს. 

დღის ამბები