09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
აზერბაიჯანში ჟურნალისტი რასიმ ალიევი მოკლეს

აზერბაიჯანში ჟურნალისტი რასიმ ალიევი მოკლეს. ჟურნალისტი უცნობმა პირებმა სასიკვდილოდ აზერბაიჯანული კლუბის "გაბალის" ფეხბურთელის, ჯავიდ გუსეინოვის გაკრიტიკების გამო სცემეს.

27 წლის ფეხბურთელმა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის ბოლოს თურქეთის დროშა შეურაცხყო.

Facebook-ის გვერდზე განცხადების გავრცელების შემდეგ ჟურნალისტს რამდენიმე კაციანი ჯგუფი დაესხა თავს.

ალიევს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. თავად ფეხბურთელი მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

 

 

 
დღის ამბები