06 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
ამინდის არასწორი პროგნოზის გამო ქვეყნის ორი წამყვანი მეტეოროლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ამინდის არასწორი პროგნოზის გამო, რასაც უნგრეთში ღონისძიების გადადება მოჰყვა, ქვეყნის ორი წამყვანი მეტეოროლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

გასულ შაბათს უნგრეთის ეროვნული დღესასწაულის, წმინდა სტეფანეს დღეს ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო ღონისძიება "ევროპის უდიდესი ფოიერვერკი". ღონისძიების დაწყებამდე შვიდი საათით ადრე, ამინდის გაუარესების შესახებ მიღებული გაფრთხილების გამო, ღონისძიება გაუქმდა. თუმცა, გაფრთხილება არასწორი აღმოჩნდა, რადგან ბუდაპეშტში კარგი ამინდი შენარჩუნდა.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაფრთხილება ძლიერი წვიმის შესახებ გამოაქვეყნა, თუმცა ღრუბელმა მიმართულება შეიცვალა და შტორმი აღმოსავლეთ უნგრეთის რეგიონებს დაატყდა თავს. მოგვიანებით სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ბოდიშს იხდიდნენ და აცხადებდნენ, რომ გაურკვევლობა ამინდის პროგნოზის ნაწილია, თუმცა ორშაბათს უნგრეთის ინოვაციების მინისტრმა სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლა.

ღონისძიებისთვის მზად იყო 40 000-მდე ფოიერვერკი, რომელთა გაშვება მდინარე დუნაის ხუთკილომეტრიან მონაკვეთზე განთავსებული 240 პუნქტიდან უნდა მომხდარიყო. აღნიშნულ სანახაობას ყოველწლიურად ორ მილიონამდე ადამიანი ადევნებს თვალყურს. მთავრობამ ღონისძიება ერთი კვირით გადადო.

დღის ამბები