02 მაისი 2024,   18:25
ვრცლად
ბორჯომში ისევ ხანძარს ებრძვიან - ვითარებას რთული რელიეფი და ქარი ართულებს

ბორჯომში ხანძარს მეოთხე დღეა მაშველები უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან. ვითარებას რთული რელიეფი და ქარი ართულებს. ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი.

მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით გაჰყავთ გზები. პროცესში ჩართულია დაახლოებით 1200 ადამიანი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები. ადგილზე მოქმედებს ოპერატიული მართვის შტაბი.

საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის სამმართველოს უფროსი ლევან მუსელიანი აცხადებს, რომ მეხანძრე-მაშველები ქრობის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები.

"რელიეფიდან გამომდინარე რთულ პირობებში უწევთ მაშველებს მუშაობა. ყველანაირ ხერხს ვიყენებთ, რომ ხანძრის ქრობითი სამუშაოები ეფექტური იყოს,"- აცხადებს მუსელიანი

დღის ამბები