03 მაისი 2024,   03:30
ვრცლად
დასავლეთის მხრიდან პოლიტიკის ნამდვილი გადასინჯვა "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაჩერება კი არა, მისი დემონტაჟი იქნება - პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მშენებლობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ როდესაც რუსეთს უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკის ნამდვილი გადასინჯვა Nord Stream 2-ის გაჩერება კი არა, მისი დემონტაჟი იქნება.

"რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობას ვერ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, იმ დროს, როდესაც რუსეთს უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული, როდესაც მას უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკის ნამდვილი გადასინჯვა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაჩერება კი არა, მისი დემონტაჟი, ლიკვიდაცია იქნება. მარიუპოლის, ბუჩას, კიევის, ხარკოვის შემდეგ, რუსეთი ვალდებულია არამხოლოდ თებერვლის წინა პოზიციებს დაუბრუნდეს, არამედ სრულად გაათავისუფლოს უკრაინა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყირიმის ჩათვლით," - განაცხადა დუდამ.

დღის ამბები