09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
სისხლიანი დღე თურქეთში - დილიდან ქვეყანაში რამდენიმე მასშტაბური თავდასხმა მოხდა

სტამბოლში შეერთებული შტატების საკონსულო ამ დრომდე დაკეტილია. დიპლომატიურ უწყებასთან დაცვა დილით მომხდარი თავდასხმის შემდეგ გააძლიერეს. საკონსულოს დაცვის თანამშრომლებს ცეცხლი ორმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა, სამართალდამცველების მიერ საპასუხო სროლის შემდეგ კი დამნაშავეებმა მიმალვა სცადეს.

პოლიციამ ერთ–ერთი თავდამსხმელის დაკავება შეძლო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თურქეთში მოქმედმა ულტრა მემარცხენე დაჯგუფებამ აიღო.

თავდასხმის სამიზნე დღეს სტამბოლში თავად სამართალდამცველებიც გახდნენ. აფეთქების შემდეგ ადგილზე მობილიზებულ სპეცრაზმელებს უცნობმა პირებმა ცეცხლიც გაუხსნეს. შეტაკების დროს ერთი სამართალდამცველი და ორი მებრძოლი დაიღუპა.

სტამბოლის პარალელურად თავდასხმები მოხდა ქურთებით დასახლებულ სირნაკის პროვინციაშიც.

ამავე რაიონში ქურთმა მებრძოლებმა სამხედრო ვერტმფერნსაც გაუხსნეს ცეცხლი. შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

ავტორები: ნინო დვალიშვილი, სანდრო ნაცვლიშვილი. 

 
დღის ამბები