03 მაისი 2024,   17:44
ვრცლად
ნიდერლანდებთან მატჩში თორნიკე შენგელიამ უმძიმესი ტრავმა მიიღო - კაპიტანი საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტზე ვერ დაეხმარება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნიდერლანდების ეროვნული გუნდი 77-66 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა გუნდის კაპიტანი და ლიდერი ხანგრძლივი პერიოდით დაკარგა.

შეხვედრის მესამე მეოთხედში თორნიკე შენგელიამ უმძიმესი ტრავმა მიიღო, ეროვნული ნაკრების კაპიტანი თბილისი არენადან კლინიკაში გადაიყვანეს, მას მხრის მოტეხილობა დაუდასტურდა, მას ასევე მყესები აქვს გაწყვეტილი. შენგელია კალათბურთის თამაშს რამდენიმე თვე ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გუნდის ლიდერის გარეშე ითამაშებს.

დღის ამბები