ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ორ სამედიცინო ექსპერტზე სამინისტროს თანხმობა გაცემული აქვს.
რაც შეეხება დანარჩენი ექსპერტების დაშვებას, როგორც უწყებაში განმარტავენ, სათანადო საბუთების წარდგენის შემთხვევაში, კომისია დადგენილ ვადებში იმსჯელებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დაუშვებენ თუ არა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ორ უცხოელ ექსპერტს, ამის თაობაზე პასუხი ჯანდაცვის სამინისტროსგან ჯერჯერობით ცნობილი არ არის.