თბილისში თოდუას სახელობის ახალი ქირურგიული კლინიკა გაიხსნა. ღონისძიებას მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ჯანდაცვის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად დაესწრო.
"ვხსნით ახალ, 9-სართულიან კლინიკას. ეს კლინიკა რეგიონში ანალოგის არმქონეა და განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი პაციენტებისთვის. დღევანდელი დღე ჩემთვის ნათელი მაგალითია, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია ყველაფრის მიღწევა, რასაც დაისახავ მიზნად, რისთვისაც გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი გუნდის თითოეული წევრის მიმართ. დღევანდელი დღე არის ჩვენი საერთო გამარჯვება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება წარმოუდგენელი იქნებოდა სახელმწიფოს მხარდაჭერისა და იმ რეფორმების გარეშე, რომელიც ბოლო წლებში ამ მიმართულებით გატარდა, რისთვისაც მადლობას გიხდით თქვენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის", - განაცხადა კლინიკის გენერალურმა მენეჯერმა, გიორგი დიასამიძემ, გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე.