09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
პრო რუსმა ბოევიკებმა 130-ჯერ დაბომბეს უკრაინელი სამხედროების პოზიციები

პრო რუსმა ბოევიკებმა 130-ჯერ დაბომბეს უკრაინელი სამხედროების პოზიციები. დებალცევოსთვის გამართული ბრძოლის შემდეგ, ეს სეპარატისტების ყველაზე ინტენსიური შეტევაა.

განცხადებას ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-სამსახურში ავრცელებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო, ერთი დაკარგულია, 16 დაჭრილი.

დაახლოებით 400 ამბოხებული ტანკებით მარიუპოლიდან 50 კილომეტრში თავს დაესხა სამთავრობო ძალებს. პრორუსი მებრძოლები ბრალდებებს უარყოფენ. უკრაინულმა მხარემ გააფრთხილა ეუთო, რომ საარტილერიო შეტევის საპასუხოდ მძიმე ტექნიკას გამოიყენებს.

 
დღის ამბები