09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
საბერძნეთმა და საერთაშორისო კრედიტორებმა შეთანხმებას მიაღწიეს

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ საბერძნეთმა და საერთაშორისო კრედიტორებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მხარეები ძირითად კრიტერიუმებზე შეთანხმდნენ და ამჟამად უმნიშვნელო დეტალებზე მსჯელობენ.

ათენი დახმარების მესამე პაკეტს მიიღებს, რომელიც ქვეყანას გაკოტრებისაგან იხსნის და ევროზონაში დატოვებს. დოკუმენტის საბოლოო შეჯერების შემდგომ შეთანხმება საბერძნეთის პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

ათენში აცხადებენ, რომ შეთანხმება რაც შეიძლება დროულად უნდა შევიდეს ძალაში, რადგან ქვეყანას 20 აგვისტომდე ევროპის ცენტრალური ბანკისთვის 3 მილიარდ 200 მილიონი ევროს ოდენობით ვალი აქვს დასაფარი.

 
დღის ამბები