09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
არეულობა მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში

მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქის მთავრობამ გადაწყვეტილება მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით მიიღო.

ქალაქში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელის მიერ მოკლული ფერადკანიანი ახალგაზრდას პატივის მისაგემად ადგილობრივებმა ხსოვნის მარში მოაწყვეს. მსვლელობის დროს ერთერთმა მომიტინგემ ცეცხლი გახსნა, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკებები მოჰყვა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, პოლიციამ ასამდე აქტივისტი დააკავა, მათ შორის სროლაში ეჭვმიტანილიც.

18 წლის ტაირონ ჰარისს, რომელიც ორმხრივი სროლისას დაშავდა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ის ერთერთი იყო იმ 6 დემონსტრანტისაგან, რომლებმაც პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს.

 
დღის ამბები