09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
ორ წლიანი პაუზის შემდეგ იაპონიამ ატომური რეაქტორი აამუშავა

ორ წლიანი პაუზის შემდეგ იაპონიამ ატომური რეაქტორი აამუშავა. საუბარია კაგოსიმას პრეფექტურაში მდებარე ატომურ ელექტრო სადგურზე, რომელიც კიუსიუს კუნძულზეა განლაგებული.

ფუკუსიმას ტრაგედიის შემდეგ, ხელისუფლებამ ატომური ენერგეტიკის უსაფრთხო გამოყენებაზე ახალი რეგულაციები მიიღო. მიუხედავად ამისა, ქვეყანის მოსახლეობა ბირთვული რეაქტორების ამუშვებას ეწინააღმდეგება.

იაპონელების ნაწილი მასშტაბურ აქციებს მართავს და აცხადებს, რომ ატომური ელექტროსადგურები მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

იაპონიის პრემიერმინისტრი კი აცხადებს, რომ ბირთვული ენერგეტიკა ტარიფების დაწევისა და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 
დღის ამბები