09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
მდინარე კოლორადოს 10 მილიონ ლიტრზე მეტი მომწამვლელი ნივთიერება შეერია

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კოლორადოს შტატში. მიზეზი დახურული მაღაროდან ტოქსიკური ნარჩენების გაჟონვა გახდა. რის გამოც კოლორადოს მდინარე მთლიანად ყვითლად შეიღება.

გავრცელებული ცნობით, გაჟონვა სამჯერ უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე სპეციალისტები თავდაპირველად ვარაუდობდნენ. გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მაღაროდან მდინარეს 10 მილიონ ლიტრზე მეტი მომწამვლელი ნივთიერება შეერია.

ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტების ვარაუდით, არც გარემოს და არც მოსახლეობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, რადგან სასმელი წყლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ზომები ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღო.

 
დღის ამბები