27 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
საქართველოს წყალბურთელთა U16 ნაკრები, საბერძნეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვერცხლის ჯგუფის გამარჯვებული გახდა

საქართველოს 16 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვერცხლის ჯგუფში გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა წყალბურთელებმა 9 მატჩიდან 7 მოიგეს.

გუნდმა ჯგუფში პოლონეთს, შვეიცარიას, ლატვიას და აზერბაიჯანს აჯობა, ნახევარ ფინალში კი უკრაინა 8:6 დაამარცხა. ტურნირის გადამწყვეტ, ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით 11:10 დაამარცხა.

დღის ამბები