09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
კუბაში ფიდელ კასტროს იუბილეს აღნიშნავენ

კუბაში ფიდელ კასტროს იუბილეს აღნიშნავენ. ყოფილ კომანდანტეს 89 წელი უსრულდება. დაბადების დღესთან დაკავშირებით კუბის რევოლუციის ლიდერს ჰავანაში ფოტო გამოფენა მიუძღვნეს.

საგამოფენო დარბაზში ფიდელ კასტროს პოლიტიკური მოღვაწეობის ამსახველი ასობით ფოტოა გამოფენილი. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გამოფენას ორმაგი დანიშნულება აქვს. კასტროს დაბადების დღესთან ერთად ის, კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების აღდგენასაც ეძღვნება.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენაა და სიმბოლურია ისიც, რომ ჰავანში შეერთებული შტატების საელჩოს საზეიმო გახსნა ფიდელ კასტროს დაბადების დღეს ემთხვევა.

 
დღის ამბები