09 ოქტომბერი 2024,   00:15
ვრცლად
მოლდოვა ეკონომიკური კრიზისის წინაშე

მოლდოვა რისკის წინაშეა, რომ ევროპაში ახალ ცხელ წერტილად იქცეს - ამ შინაარსის სტატიას New York Times-ში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აქვეყნებს.

ტორბორნ იაგლანდი წერს, რომ მოლდოვის ხელისუფლებამ რეფორმების გატარება უნდა იჩქაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა სერიოზული ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეფასებით, მოლდოვაში პროევროპული პოლიტიკური ძალების მცდელობა, გაეუმჯობესებინათ ვითარება, საკმარისად შედეგიანი არ აღმოჩნდა, კორუფციისა და ოლიგარქების მმართველობის გამო კი ქვეყანას მოსახლეობა მასობრვად ტოვებს.

იაგლანდი მიიჩნევს, რომ კიშინიოვმა უკრაინის მაგალითზე დაკვნები უნდა გააკეთოს და მოვლენების ანალოგიური განვითარება არ დაუშვას.

 
დღის ამბები