29 აგვისტო 2026,   02:14
ვრცლად
წალენჯიხაში საბავშვო ბაღების თანამშრომლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

წალენჯიხაში ბაღების თანამშრომლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

დასაქმებულებისთვის მიუღებელია რეორგანიზაცია, რომლის მიხედვითაც 35-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩება.

წალენჯიხის მერი კი აცხადებს, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. მისივე განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი 190 000 ლარი მოხმარდება ბავშვთა კვების რაციონის გაუმჯობესებას, ინვენტარისა და წიგნების შეძენას.

დღის ამბები