ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევში ჩავიდა,- ამის შესახებ "სიენენი“ წერს.
14 წევრისგან შემდგარი მისია, რომელსაც სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს, კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ მიმდინარე კვირის ბოლოს გაემართება.
გაერო-ს სააგენტოს მისიამ, ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ზაპოროჟიეში მდებარე ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ხშირი დაბომბვები მიმდინარეობს, რაშიც რუსული და უკრაინული მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.