21 დეკემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ევრობასკეტის დაწყებამდე ორი დღე რჩება - თბილისში ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ კონტინენტის პირველობა მაღალ დონეზე ჩატარდეს

ევროპის 24 ნაკრები 1 სექტემბრიდან იწყებს ბრძოლას ნიკოლაი სემაშენკოს სახელობის თასისთვის, კონტინენტის პირველობას 4 ქვეყნის 5 ქალაქი უმასპინძლებს მათ შორის თბილისი. ევროპის ჩემპიონატს რამდენიმე ფავორიტი ჰყავს, საბერძნეთის, სლოვენიის, სერბეთისა და საფრანგეთის ნაკრებები. გუნდები 4 ჯგუფში არიან გადანაწილებული.

საქართველოს ნაკრები "ა" ჯგუფში ესპანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ბელგიასა და ბულგარეთს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 1 სექტემბერს ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.

ეროვნული ნაკრები ევრობასკეტს ლიდერის, გარეშე ჩაატარებს, თორნიკე შენგელიამ ნიდერლანდებთან მძიმე ტრავმა მიიღო, მიუხედავად ამისა გუნდი განსაკუთრებით მოტივირებულია.

ევრობასკეტს რომელიც საქართველოში პირველად იმართება არაერთი სპორტული არხი თუ გამოცემა გააშუქებს, აკრედიტირებული ჟურნალისტები უკვე თბილისში იმყოფებიან. ელიტური ტურნირისთვის სრულ მზადყოფნაშია თბილისი არენა, სპორტულ ნაგებობაში ჩემპიონატისთვის დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს.

გულშემატკივრებისთვის რიყეზე საგანგებოდ მოეწყო ფანზონა, სადაც რამდენიმე ლოკაციაზეა შესაძლებელი საკალათბურთო მატჩების ყურება პირდაპირი ეთერში, 7 დღის განმავლობაში ფანზონაში გაიმართება კონცერტები და სხვადასხვა აქტივობები.

ევრობასკეტის "ა" ჯგუფში მონაწილე ნაკრებები უკვე თბილისში არიან და ადგილზე ემზადებიან პირველი ტურისთვის. ხვალ ბელგიისა და საქართველოს ეროვნული გუნდების ბოლო მატჩისწინა ვარჯიში და პრესკონფერენცია გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი კი სტარტს 1 სექტემბერს, 15 საათსა და 30 წუთზე ესპანეთისა და ბულგარეთის შეხვედრით აიღებს.

ავტორი : ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები