09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
32 ტონა კოკაინი და 2 ტონა ჰეროინი ამოიღეს კალიფორნიაში

ამერიკელმა სამართალდამცველებმა კოკაინისა და ჰეროინის რეკორდული პარტია დააკავეს. სპეცოპერაცია ნარკოტრეფიკიორების წინააღმდეგ კალიფორნიის შტატში ჩატარდა.

ძალოვანებმა შტატის სხვადასხვა რაიონში ერთდროულად 30 რეიდი მოაწყვეს და 32 ტონა კოკაინი და 2 ტონა ჰეროინი ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს აღწევს.

 
დღის ამბები