09 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
შტორმი აშშ-ს დასავლეთ რეგიონებში

შეერთებული შტატების ჩრდილო დასავლეთ რეგიონებს ძლიერი შტორმმა გადაუარა.

რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა ყველაზე მეტად კოლორადოსა და მონტანას შტატები დააზარალა. დაიტბორა ქუჩები, მაგისტრალების ნაწილი კი იმდენად დაზიანდა, რომ გზების გაწმენდა მძიმე ტექნიკის გამოყენებით გახდა საჭირო.

წვიმებს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ჭექა–ქუხილიც დაერთო, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

 
დღის ამბები