09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ასტრონავტებმა კოსმოსში მოყვანილი ბოსტნეული დააგემოვნეს

NASA-ს კოსმონავტებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი მოსავალი აიღეს. საუბარია სალათის ფოთოლზე, რომელიც ორბიტაზე ნასას "ვეგ–01–ის" ექსპერიმენტის ფარგლებში მოიყვანეს.

მეცნიერების მიზანი იყო დაედგინათ, შესაძლებელია თუ არა კოსმოსში საკვები პროდუქტების მოყვანა და ამგვარად ორბიტაზე მყოფი ასტრონავტებისთვის კვების რაციონის გაუმჯობესება.

NASA-ში მიაჩნიათ, რომ მისიის წევრებისთვის კონსერვებთან ერთად ჯანსაღი პროდუქტის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 
დღის ამბები