08 მაისი 2024,   01:36
ვრცლად
ლუდზე დასმული კითხვის გამო დაწყებული ჩხუბი, რომელიც მკვლელობით დასრულდა - რას აცხადებენ ყვარელში მომხდარ მკვლელობაზე ადგილობრივები

ლუდზე დასმული კითხვის გამო დაწყებული ჩხუბი, რომელიც მკვლელობით დასრულდა. ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დავით ქიტესაშვილი თანასოფლელმა მუცლის არეში დანის დარტყმით მოკლა.

45 წლის მამაკაცს, სუფრის წევრებმა, სადაც ჩხუბი დაიწყო, სისხლდენა ვერ შეუჩერეს. მისი გადარჩენა სასწრაფო დახმარების ბრიგადამაც სცადა, თუმცა ქიტესაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. თანასოფლელს დანა სუფრის ერთ-ერთი წევრის შვილმა დაარტყა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა სუფრაზე დაწყებული კამათის შემდეგ სახლიდან ცივი იარაღი გამოიტანა და დავით ქიტესაშვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, საქმე კი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები