07 მაისი 2024,   08:49
ვრცლად
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიჯეი საქართველოშია - სოლომუნი ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს კუს ტბაზე დაუკრავს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიჯეი საქართველოშია. ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი სოლომუნი რამდენიმე საათში თავის ყველაზე ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს კუს ტბაზე დაუკრავს. დიჯეი, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. სოლომუნის ყველა ნაცნობი მუსიკალური "ტრეკი" გაჟღერდება.

მასობრივი მუსიკალური ფესტივალების უცვლელი დიჯეი ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის მუსიკა ყველა თაობისა და გემოვნების მსმენელს მოსწონს. 20 წლიანი შემოქმედების მანძილზე გერმანელმა არტისტმა საუკეთესო დიჯეის, ალბომის, ლეიბლის და პროდიუსერის ტიტული მიიღო. 

 

დღის ამბები