15 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ევროკომისიის 12 რეკომენდაცია - "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა" არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან 

ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ ევროკომისიის 12 რეკომენდაციას. ხელისუფლების ოპონენტები არასამთავრობოებს წარუდგენენ იმ სამუშაოს ერთგვარ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიის გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ არის მიმართული.

შეხვედრას დაესწრება პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი, რომელიც ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდებენ საკუთარ შეხედულებებს, რა საკითხებს მიიჩნევენ პრიორიტეტულად. 

"ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს გავაცნობთ ჩვენს შეხედულებებს, როგორ ჩამოვყალიბდით, რა საკითხები გვეჩვენება პრიორიტეტულად და მათთან ერთად გვსურს, რომ ჩამოყალიბდეს ერთობლივი პოზიცია. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ქართული ოცნება მხოლოდ დროს კარგავს და არაფერი არ კეთდება კონკრეტული და ხელშესახები იმისთვის, რომ ჩვენ დეკემბერში მივიღოთ პოზიტიური შეფასება ევროკავშირისგან," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

განცხადება გააკეთა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ. 

"12-ვე პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტა. 7 საკითხთან დაკავშირებით უკვე მომზადებულია კონკრეტული კანონპროექტი, არის საკითხები ოთხ შემთხვევაში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეთანხმებით, ერთი საკითხი არის პრინციპების დონეზე მომზადებული და გვჭირდება დამატებით კონსულტაციები, ეს არის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული საკითხი," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

დღის ამბები