19 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
საქართველო VS ესპანეთი - კალათბურთის ნაკრებმა წინასამატჩო დასკვნითი ვარჯიში უკვე გამართა

ბელგიასთან მარცხის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამარჯვებისთვის ემზადება. ქართველი კალათბურთელები ესპანეთის ნაკრების წევრებს დღეს საღამოს 9 საათზე უმასპინძლებენ. ნაკრებმა უკვე გამართა წინასამატჩო დასკვნითი ვარჯიში.

როგორც გულშემატკივრები და სპორტული ჟურნალისტები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი ფავორიტია დღევანდელ მატჩში, საქართველოს წარმატების შანსი მაინც აქვს.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარის პაატა გურასპაულის თქმით, მთავარი მიზანი არის ჯგუფიდან გასვლა და ქართველ კალათბურთელებს ტრავმირებული თანაგუნდელების გამო ამისთვის ძალისხმევის გაორმაგება მოუწევთ. რაც შეეხება გოგა ბითაძის დღევანდელ მატჩზე გამოსვლის საკითხს, გურასპაული ამბობს, რომ ეს მატჩამდე 2 საათით ადრე გაირკვევა.

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები