"ჩვენი" "დასავლურად ორიენტირებულებისა" და "ბროკოლის არაბანალურად მომხმარებლების" აზრით პრაღაში საოცრად არადემოკრატიული აქცია გაიმართა სადაც "შეკრებილები მინისტრთა კაბინეტის გადადგომას ითხოვდნენ და აცხადებენ, რომ მთავრობა მათი სურვილის წინააღმდეგ მოქმედებს. დაახლოებით 70 000 ადამიანს სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა: გაზისა და ელექტროენერგიის ფასების დაწევა და ნეიტრალიტეტი უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური მოთხოვნა გერმანიაშიც დადგება საგარეო საქმეთა მინისტრის ბერბოკის განცხადების შემდეგ " - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ეს იმ ნამდვილი ევროპული ღირებულებების მხარდაჭერაა, რომელიც პირველ რიგში მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას გულისხმობს და არა უაზრო ისტერიკაში გადასულ მოთხოვნებს.
"ჩვენი" "დასავლურად ორიენტირებულებისა" და "ბროკოლის არაბანალურად მომხმარებლების" აზრით პრაღაში საოცრად არადემოკრატიული აქცია გაიმართა სადაც "შეკრებილები მინისტრთა კაბინეტის გადადგომას ითხოვდნენ და აცხადებენ, რომ მთავრობა მათი სურვილის წინააღმდეგ მოქმედებს. დაახლოებით 70 000 ადამიანს სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა: გაზისა და ელექტროენერგიის ფასების დაწევა და ნეიტრალიტეტი უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით".
დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიური მოთხოვნა გერმანიაშიც დადგება საგარეო საქმეთა მინისტრის ბერბოკის განცხადების შემდეგ - შემიძლია, დავპირდე უკრაინელ ხალხს – ჩვენ მხარს გიჭერთ და დაგიჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რასაც უნდა ფიქრობდნენ ჩემი გერმანელი ამომრჩევლები.
ამომრჩეველთან დამოკიდებულების ძალიან არაადექვატური "გადატვირთვის რეჟიმია" ჩართული აგრესიული ლიბერალების მიერ, რომელის გაპროტესტება ნამდვილად არ არის პუტინის რეჟიმის მხარდაჭერა.ეს იმ ნამდვილი ევროპული ღირებულებების მხარდაჭერაა, რომელიც პირველ რიგში მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას გულისხმობს და არა უაზრო ისტერიკაში გადასულ მოთხოვნებს.
ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა - ომი არავის არ სურს. არც ქართველს, არც ევროპელს და არც აფრიკელს და ნებისმიერი ხელისუფალის პირდაპირი მოვალეობაა საკუთარ ხალხს ააცილოს ეს უბედურება.არ მინდა აქ კომენტარებში რაღაც პატრიოტული შეძახილები სამშობლოსა და დასავლურ ფასეულობებზე. ძალიან კარგად ვიცი რა არის სამშობლოს დაცვა და ცივილური ცხოვრების წესი. და ეს "უკუღმა მედასავლეთეებისგან" განსხვავებით ჩეხებმაც და გერმანელებმაც ძალიან კარგად იციან." - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.