04 მაისი 2024,   18:25
ვრცლად
კახეთში ცეცხლი ლოკალიზებულია - ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოები და მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს

კახეთში ცეცხლი ლოკალიზებულია - ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოები და მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს. პარალელირად, სტიქიის ზონაში მუშაობას განაგრძობს ავიაცია, სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა. დღეს კახეთში სტიქიის მე-5 დღეა.

ცოტა ხნის წინ ადგილზე ვითარებას კახეთის გუბერნატორი გაეცნო. როგორც გიორგი ალადაშვილმა განაცხადა, საკმაოდ რთული იყო 5 დღიანი ბრძოლა ცეცხლთან, თუმცა სხვადასხვა უწყებების ეფექტიანი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს უკვე ხანძარი ლოკალიზებულია. სწორედ ახლა ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებს.

"ყვარლის რაიონის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამჟამად მიმდინარეობს აქტიურად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, მიყვანილია ცეცხლის კერებამდე საავტომობილო გზა. ასევე მიეწოდებათ მძიმე ტექნიკით წყალი, რათა მოხდეს ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია. ადგილზე რჩება როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალაც," - აცხადებს გიორგი ალადაშვილი.

დღის ამბები