29 აგვისტო 2026,   01:30
ვრცლად
სკანდალური ჩვენება დავით გარეჯის საქმეში - ნატალია ილიჩოვას ყოფილმა თანამშრომელმა მისი საწინააღმდეგო ჩვენება მისცა

სკანდალური ჩვენება და ახალი დეტალები დავით გარეჯის საქმეში. ერთ-ერთი ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ილიჩოვას საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. როგორც მანანა აღაპიშვილმა სხდომაზე განაცხადა, ილიჩოვამ მას მორიგე რუკებში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ცვლილებების შეტანა და დანაშაულს ჩადენა შესთავაზა.

"ეს მოწმე ვერ იქნება სანდოდ მიჩნეული, ჯერ ერთი ის იყო საჯარო მოხელე, როცა ამ ამბავს ადგილი ჰქონდა, როგორც ჰყვება და ის როგორც საჯარო მოხელე ძალიან არაკეთილსინდისიერი ყოფილა თუ ეს ფაქტი დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სახელმწიფო უწყებებს, თუკი რაიმე მსგავსს ადგილი ჰქონდა. საუბარია 20 წლის წინანდელ ფაქტზე. არ ადასტურებს არავინ და არ არსებობს მოწმე, არავისთან არ მოუყოლია და არ იცის რომელ სოფელს ეხებოდა და როდის მოხდა,"  - აცხადებს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.

პროკურორი მოწმის ჩვენების იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მან განაცხადა, რომ აღწერის დროს გარკვეული რუკები ადგილზე აღარ იყო.

"მოწმეს არ უთქვამს, რომ ზუსტად 1:200 000 რუკა მოიტანეს, ზოგადად ეძებდნენ რაღაც რუკებს და ბუნებრივია რაღაც ინფორმაცია იყო წარდგენილი. რაც შეეხება იმას, თუ რას ადასტურებს ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთ გარემოებას, რომ იმ რუკებთან კონკრეტულ მოწმემდე სამსახურებრივი შეხება ჰქონდა ბრალდებულს და როდესაც მოწმემ მოახდინა რუკების აღწერა, გარკვეული რუკები არ იყო ადგილზე,"- განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

მელაშვილს და ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს ედავებიან. მათ აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული.

დღის ამბები