03 მაისი 2024,   06:18
ვრცლად
G7-ის წევრი სახელმწიფოების ელჩები უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესში ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ელჩები უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესში ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატებისადმი მოთხოვნების ნაწილი შესაძლოა, გაუქმდეს. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონი უკრძალავდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობის მსურველს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოფილიყო თანამდებობაზე პარტიის მმართველ ორგანოებში. განახლებულ ვერსიაში კი ეს შეზღუდვა მოიხსნა.

G-7-ის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია : "G7-ის ელჩები, როგორც კორუფციასთან ბრძოლის დიდი ხნის მხარდამჭერები, შეშფოთებულნი არიან ნომერ 76 54 კანონპროექტით, რომელსაც ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს: ის ქმნის სამართლებრივ რისკებსა და გაურკვევლობას უკრაინის მთავარი ანტიკორუფციული ინსტიტუტების ხელმძღვანელობის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით".

დღის ამბები