08 მაისი 2024,   17:56
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისში - სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი აიყვანა

თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი აიყვანა.

"კურიერის" ინფორმაციით, ერთსაათიანი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 45 წლამდე მამაკაცი - დავით ბუღაძე, რომელიც "პასაჟის" მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური ტელეფონის ყიდვა-გაყიდვის ჯიხურში, ის სწორედ მისივე სამუშაო სივრცეში დააკავეს. მას ნარკორეალიზაციას ედავებიან. ბრალი მას ადგილზევე გააცნეს. თავად დაკავებულმა პოზიიციის დაფიქსირება არ ისურვა.

ადგილზე არის ვიდეოკამერებიც, რომლის ჩანაწერებიც პოლიციამ სავარაუდოდ უკვე ამოიღო.

ადგილზე მომუშავე სხვა პირების თქმით, მათ შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

დღის ამბები