05 მაისი 2024,   10:43
ვრცლად
რა მოხდა წყალტუბოში - 33 წლის ქალის დამწვრობით გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შესულა.

"წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი კლინიკაში 1988 წელს დაბადებული დაშავებული ქალი გარდაიცვალა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები," - ნათქვამია შსს ინფორმაციაში. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატრიკეთში სხეულის დამწვრობით 33 წლის ქალი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება - მკვლელობა, თვითმკვლელობა და უბედური შემთხვევა. 

დღის ამბები