22 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ტრაგედია ახმეტაში - 16 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

ვარჯიშის დროს არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ფაქტი, ცოტა ხნის წინ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურში მოხდა, სადაც ძიუდოში სავარჯიშო დარბაზია.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ქისტაურში მცხოვრებმა 16 წლის ახალგაზრდამ, ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, ქალას ფუძის ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც მომხდარის დეტალებს ადგენენ.

დღის ამბები