09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
ჯონ კერი კანონმდებლებს ირანთან შეთანხმების დაკანონებისკენ მოუწოდებს

ჯონ კერი ამერიკელ კანონმდებლებს ირანის ისტორიულ შეთანხმების დაკანონებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ დოკუმენტზე უარის თქმა საერთაშორისო არენაზე ვაშინგტონის პოზიციებს დაასუსტებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ბირთვულ შეთანხმებასა და უკრაინის კრიზისს შორის მჭიდრო კავშირიც არსებობს.

"თუ ვაშინგტონი უარს იტყვის თეირანთან მიღწეულ შეთანხმებაზე, ევროკავშირი და ჩვენი სხვა უცხოელი პარტნიორები შეწყვეტენ ვაშინგტონის პოზიციის მხარდაჭერას უკრაინის საკითხთან მიმართებაში და მას ზურგს აქცევენ“, - განაცხადა ჯონ კერიმ.

ამას გარდა ამერიკელ დიპლომატს მიჩნია, რომ ირანის შეთანხმებაზე უარის თქმა ამერიკული დოლარის პოზიციებსაც დაასუსტებს და ნავთობის ფასებზეც იმოქმედებს.

 
დღის ამბები