09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
ნავთობის ფასი ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია

ნავთობის ფასი კი მსოფლიო ბაზარზე ისევ დაეცა. ბირჟის დახურვისას ერთი ბარელი ვიტიაის მარკის ნავთობი 43 დოლარი ღირდა, ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა კი 49 დოლარამდე დაიწია.

ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი დაბალი ფასი ბოლო 6 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ინვესტორები ფასების დაცემას ოპეკის წევრი ქვეყნების მხრიდან ნავთობის მოპოვების მოცულობის გაზრდას და ჩინეთის ეროვნული ვალუტის დევალვაციას უკავშირებენ.

ანალიტიკოსები ნავთობის რეკორდულ გაიაფებას პროგნოზირებენ. მათი განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ირანული ნავთობის შესვლის შემდეგ ერთი ბარელის ფასი საშუალოდ 10 დოლარით დაიწევს.

 
დღის ამბები