09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
1700 არალეგალი გადაარჩინეს ხმელთაშუა ზღვაში იტალიის სანაპიროსთან

ხმელთაშუა ზღვაში მაშველებმა კიდევ 1700 არალეგალი გადაარჩინეს. იტალიის სანაპიროსთან რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა.

სანაპირო დაცვამ ღია ზღვაში მცირე ინტერვალით რამდენიმე ნავი შენიშნა და სამაშველო ოპერაცია დაიწყო. მათი განცხადებით, ნავებში ძირითადად ლიბიელი დევნილები იყვნენ, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ.

გადარჩენილები სიცილიაში გადაიყვანეს და დროებით თავშესაფარში მოათავსეს.

გაეროს მონაცემებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ იტალიამ 90 ათასამდე არალეგალი ემიგრანტი შეიფარა.

 
დღის ამბები