09 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
პიკასოს შედევრი მებაჟეებმა კორსიკაზე დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა პიკასოს შედევრი ესპანეთს დაუბრუნეს. საუბარია "ახალგაზრდა ქალის თავის " ტილოზე, რომელიც ფრანგმა მებაჟეებმა კორსიკაზე დააკავეს, როდესაც მისი კანონიერი მფლობელი ნახატის გატანას შვეიცარიაში ცდილობდა.

ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით პიკასოს ნამუშევრები კულტურულ მემკვდრეობად ითვლება და მათი ქვეყნიდან გატანა იკრძლება. 25 მილიონ ევროდ შეფასებული პიკასოს ნამუშევარი მადრიდის მუზეუმში გადაიტანეს.

ნახატი მუზეუმში იქამდე დარჩება ვიდრე მფლობელსა და ესპანეთის სახელმწიფოს შორის სამართლებრივი დავა არ დასრულდება.

 
დღის ამბები