15 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა - მოქალაქეები საელჩოში მიდიან და დედოფლის გარდაცვალების გამო სამძიმრის ჩანაწერებს ტოვებენ

თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა - მოქალაქეები საელჩოში მიდიან და დედოფლის გარდაცვალების გამო სამძიმრის ჩანაწერებს ტოვებენ. დიპლომატიური მისიის შენობაში იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა სამძიმრისა და მხარდაჭერის გზავნილებისთვის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკურ სპექტრსა და ქართველ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

"მისი უდიდებულესობა დედოფალ ელიზაბეტის გარდაცვალება უზარმაზარი დანაკარგია გაერთიანებული სამეფოსთვის, თანამეგობრობისა და მსოფლიოსთვის. მისი გარდაცვალება მიუთითებს ეპოქის ცვლილებაზე.

ბრიტანეთის საელჩომ მიიღო ძალიან ბევრი სამძიმრისა და მხარდაჭერის გზავნილი, მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან და სრულიად პოლიტიკური სპექტრიდან და ქართველი საზოგადოებისგან. ასეთ რთულ დროს ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დედოფალი ელიზაბეტი იყო მონარქი, რომელიც სამეფოს ყველაზე დიდხანს უძღვებოდა. ჩვენ მისი მეფობის 70 წლის თავი ამ წლის დასაწყისში ვიზეიმეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან სიცოცხლე საჯარო ცხოვრებას მიუძღვნა, ის ყველას შთაგონების წყარო იყო," - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი.

დღის ამბები