02 მაისი 2024,   17:17
ვრცლად
თუ ავანტიურას სხვისი სახელით წამოიწყებთ, მიიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში - მევლუთ ჩავუშოღლუ საბერძნეთზე

თუ ავანტიურას სხვისი სახელით წამოიწყებთ, მიიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საბერძნეთის მიმართ, ​საქარიას ბრძოლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე განაცხადა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, საბერძნეთი პროვოკაციების მცდელობას განაგრძობს და ეს არის გაფრთხილება. თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაიძაბა.

გასულ დღეს თურქეთის სანაპირო დაცვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორმა გემმა ცეცხლი გაუხსნა ეგეოსის ზღვის საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს, რომელიც თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. საბერძნეთში განაცხადეს, რომ გემი ბრძანებას არ დაემორჩილა.

დღის ამბები