მართლმსაჯულება და მედია - ეს ის ორი საკითხია, რომელზეც დღეს საკანონმდებლო ორგანოში, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა უნდა შედგეს.
შემაჯამებელი განხილვა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში გაიმართება. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მხარე. ცნობილია, რომ დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრება პარტია გირჩი.
"ის პროცესი, რაც ჩვენ გვქონდა კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით, ინკლუზიური იყო, რომელშიც ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დეპუტატები და დარგების სპეციალისტები. ამიტომ, ეს კანონმდებლობა, რაც ჩვენი შექმნილია, ფართო ჩართულობის და ინკლუზიური პროცესია,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საპარლამენტო მდივანი ლანა გალდავა.