15 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
ომბუდსმენის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა - ვინ ერთვება პროცესში და ვინ ამბობს უარს 

ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები,

""ნაციონალური მოძრაობა", სხვა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, ამ პროცესში სრულად იქნება ჩართული. ჩვენი მთავარი ინტერესი არის, შერჩეული იყოს ისეთი სახალხო დამცველი, რომელი საზოგადოების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური და არ იქნება მართველი გუნდის პირობების შემსრულებელი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებელის" განმარტებით კი, ინიცირებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროპული რეკომენდაციების პრინციპებს და პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესი, წესებისა და კანონის დაცვით მიმდინარეობს. რეგლამენტის მიხედვით უახლოეს დღეებში შეიქმნება ცხრა კაციანი კომისია, რომელიც კანდიდატთა შერჩევის პროცესს განსაზღვრავს.

"კანდიდატურების შესარჩევად 9-კაციანი კომისია უნდა შეიქმნას, შმდეგ კი ბურთი იქნება სამოქალაქო სექტორის მხარეს და უკვე ისინი დაიწყებენ კანდიდატების შერჩევას. ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება დაახლოებით 2 თვის მანძილზე და სადღაც დეკემბრის დასაწყისში ჩვენ შერჩეული გვეყოლება რამდენიმე კანდიდატი,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი. 

დღის ამბები