02 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
საეჭვო ჩანთის გამო აშშ-ის საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა - მომხდართან დაკავშირებით დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა

დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტრიაზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. არსებული ინფორმაციით საელჩოს ტერიტორიაზე ჩანთა იდო, რის გამოც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, მოხდა თანამშრომლების ნაწილის ევაკუაციაც.

საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. საელჩომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები