29 აგვისტო 2026,   04:53
ვრცლად
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი იმართება

ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი იმართება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომა დილის ათ საათზე უნდა დაიწყოს. პროცესზე დაგეგმილია მხოლოდ ერთი მოწმის, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის გამოკითხვა. ნეკა დოროყაშვილი როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის კითხვებს უპასუხებს.

პროფესიონალი ჩოგბურთელი 2 წლის წინ სწორედ ყოფილ მეუღლეზე, ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ის 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს.

დღის ამბები